logo
ENG



"განცხადებები ტერორიზმის შესახებ ცინიკურად ჟღერს" - უკრაინა რუსეთის ბრალდებებს პასუხობს

01 აპრ 202400:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/01/hy8tcdudiqci2n0.jpg

უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, რომლითაც უწყება მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმაში კიევს ადანაშაულებს.

უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქ ბუჩას განთავისუფლების ორი წლისთავზე კრემლის ეს ბრალდებები "განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს."

"საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კონკრეტულად კი ტერორიზმთან ბრძოლის კონვენციაზე გასაჩივრების მცდელობისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ პუტინი საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა – მას უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალი ელოდება.

განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს თავად ტერორისტული სახელმწიფოს მიერ ტერორიზმის შესახებ პრეტენზიები ქალაქ ბუჩას განთავისუფლებისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის წლისთავზე. ჩვენ გვახსოვს ყველა გარდაცვლილი უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსები ამისთვის სათანადოდ დაისაჯონ", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

უწყება ასევე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ნებისმიერი განცხადება უსარგებლოა", ხოლო კრემლს მხოლოდ ერთი ისეთი განცხადების გაკეთება შეუძლია, რომელიც ყურადღებას დაიმსახურებს - გამოაცხადოს მარცხი ომში და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.


close დახურვა